მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „აფთიაქს უნდა დაუბრუნდეს რეცეპტის გამაკონტროლებლის ფუნქცია“

„აფთიაქს უნდა დაუბრუნდეს რეცეპტის გამაკონტროლებლის ფუნქცია“

საქართველოში ექიმსა და ფარმაცევტს შორის დღეს არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს. ამის შესახებ GMP და GDP კონსულტანტი გიორგი დათუკიშვილი საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კომუნიკაცია უნდა შედგეს და აეწყოს სისტემა, როცა პაციენტს დანიშნულებას ექიმი გამოუწერს, ფარმაცევტი კი პასუხისმგებელი იქნება მედიკამენტების სწორ დოზირებაზე.

მისი თქმით, კლინიცისტი ფარმაცევტი ესაა პროფესიონალი, რომელმაც უნდა იზრუნოს იმაზე , რომ პაციენტებმა შეუთავსებელი წამლები ერთდროულად ან არასწორი დოზირებით არ მიიღონ.

„უცხოეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, დღეს არანაირი კომუნიკაცია არ არსებობს ექიმსა და ფარმაცევტს შორის. წამალი და დოზა არის ფარმაცევტის პრეროგატივა. მან ეს ყველაზე კარგად იცის. ექიმმა უნდა დასვას სწორი დიაგნოზი და იცოდეს, ამ ავადმყოფობას რა პრეპარატებით უმკურნალოს. კარგი იქნება, თუ დადგება დრო, როცა ექიმი და ფარმაცევტი კოორდინირებულად განსაზღვრავდნენ მედიკამენტების ზუსტ დოზირებას და ასე დანიშნავენ წამალს. პრაქტიკა, როცა რეცეპტს  მხოლოდ ექიმი გიწერთ,  მიდიხართ აფთიაქში და ამ რეცეპტის მიხედვით გატანენ, ესაა კატასტროფა. აფთიაქს კი უნდა დაუბრუნდეს რეცეპტის  გამაკონტროლებლის ფუნქცია და შეიქმნას მთლიანი სისტემა, რომ ეს კომუნიკაცია შედგეს,“ – აღნიშნა დათუკიშვილმა.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …