მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის პროგრამა არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული სისტემა შექმნა

აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის პროგრამა არ აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული სისტემა შექმნა

აფთიაქებისთვის, რომელსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტრონული სისტემა შექმნა.
ინფორმაციას სამედიცინო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სამკურნალო საშუალებების რეალიზაციაში ჩართული პირები: აფთიაქები (საბითუმო/საცალო), წამლის მწარმოებლები, იმპორტიორები და ექსპორტიორები, ასევე ბროკერები, ვალდებულები არიან, ფარმაცევტული პროდუქტის ბრუნვის მონაცემები სამინისტროს გაუზიარონ.
ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციაში ჩართული კომპანია , რომელსაც მარაგების აღრიცხვის საკუთარი ელექტრონული სისტემა (პროგრამა) გააჩნია, ჯანდაცვის სამინისტროს, ინფორმაციას საკუთარი ელექტრონული სერვისების საშუალებით გადასცემს.
იმ ფარმაცევტულ კომპანიებს კი, რომელსაც არ გააჩნიათ მარაგების აღრიცხვის საკუთარი სისტემა, ინფორმაცია შეაქვთ უშუალოდ სამინისტროს მიერ შექმნილ ელექტრონულ სისტემაში.
აღნიშნულმა პირებმა სისტემაში რეგისტრაციისა და ტრენინგის დაგეგმვისთვის, სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე – drugmonitor@ita.gov.ge
შესავსები ფორმა და დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია აღნიშნულ გვერდზე – https://tracemeds.moh.gov.ge/#/welcome 
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე – 032 2 510021 (შიდა ნომერი – 1616) ან ელექტრონულ მისამართზე: appsupport@ita.gov.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …