მთავარი » ახალი ამბები » ადამიანები დაუნის სინდრომით ისეთივე სრულფასოვანნი არიან, როგორც მე და თოფაძე
ცალსახად ვადასტურებ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც მე ან თუნდაც ამ განცხადების ავტორი.

ადამიანები დაუნის სინდრომით ისეთივე სრულფასოვანნი არიან, როგორც მე და თოფაძე

“აიპრესის” კითხვაზე, რომ “გუშინ საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომით დაბადებული ბავშვები შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია.

თქვენ როგორც ექიმი, როგორც ჯანდაცვის მინისტრი და რიგითი მოქალაქე რა შეფასებას გაუკეთებთ პარლამენტის წევრის მხრიდან ასეთ განცხადებას?”, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისი შეფასება ამ შემთხვევაში საკმაოდ ხისტი იქნება.

“ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში იქნება ალბათ ძალიან ხისტი, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი გამოხატვა პოზიციის, რითიც კი არ უნდა იყოს რა მოსაზრებებით გამოხატვის აუცილებლობა, ასეთი დეფინიცია, ასეთი შედარებები, როგორც ჩემთვის პირადად ასევე საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, ცალსახად ვადასტურებ, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც მე ან თუნდაც ამ განცხადების ავტორი. ასე რომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი დეფინიცია და გამოთქმა”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …