მთავარი » სოციალური » შრომა » აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება
სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემასა (LMIS) და საერთაშორისო ქსელში ჩართვას უზრუნველყოფს.

აჭარის რეგიონი შრომის ბაზრის ერთიან სისტემაში ჩაერთვება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ჩანადირი, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თინეიშვილი და დასაქმების სააგენტოს დირექტორი თემურ კახიძე დაესწრნენ.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები სახელმწიფოს წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების ერთობლივად დაძლევაზე, თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე იზრუნებენ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, სოციალური მომსახურების სააგენტო აჭარის დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემასა (LMIS) და საერთაშორისო ქსელში ჩართვას, Worknet.Ge-სა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზას შორის კავშირსა და ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.

ოთხმხრივი მემორანდუმი აჭარის დასაქმების სააგენტოს საშუალებას მისცემს, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების კომპლექსური მომსახურება შესთავაზოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების სტატისტიკის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობაში ჩაერთოს.

მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს საქართველოს ეროვნული შრომის ბაზრის პოლიტიკაში ინტეგრაციას.

ghn.ge

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შარშანდელი მაჩვენებელი ცოტათი გაზრდილია და დღეის მდგომარეობით, სამინისტროებში და მათ საქვეუწყებო დაწესებულებებში 78 შშმ პირია დასაქმებული,

სამინისტროებსა და მათ სსიპ-ებში დღეისათვის 78 შშმ პირი მუშაობს, 2 ხელმძღვანელ თანამდებობაზე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უმუშევრობა აქტუალური პრობლემაა მთელს მსოფლიოში. ეს ჯგუფი დღესაც აწყდება დისკრიმინაციის სხვადასხვა …