მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჰეპატიტთან ბრძოლის აქციაში ჩაერთო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ C ჰეპატიტის შემოწმება მეუღლესთან და სხვა მოხალისეებთან ერთად გაიარა.მიზანი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჰეპატიტთან ბრძოლის აქციაში ჩაერთო

დღეს მსოფლიო ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამ დღესთან დაკავშირებულ სპეციალურ აქციაში ჩაერთო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 27 ივლისიდან რეგიონში დაიწყო სკრინინგ ორკვირეული, რომლის ფარგლებშიც მობილური ლაბორატორიები ქალაქ ბათუმისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უზრუნველყოფს უფასო ტესტირებას მოსახლეობაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ჯანდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებმა საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიატორიაზე C ჰეპატიტის სკრინინგისათვის მოწყობილი მოძრავი ამბულატორია დაათვალიერეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ C ჰეპატიტის შემოწმება მეუღლესთან და სხვა მოხალისეებთან ერთად გაიარა. აქციაში ჩართვის მიზანი ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა იყო. 

,,ჩვენი რეგიონიდან პროგრამაში ჩართულმა 400-მა პაციენტმა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა. ამჟამად პროგრამაში ჩართულია 800 პაციენტი. თუმცა, ამ უკურნებელ სენთან ბრძოლას ართულებს ის ფაქტი, რომ ადამიანები მალავენ თავიანთ დაავადებას, ამას ხელს უწყობს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმაც. ჩემი აქ მოსვლის მიზანიც სწორედ ისაა, რომ მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, დაძლიონ ეს წინააღმდეგობა, მივიდნენ სამედიცინო ცენტრებში, ჩაიტარონ გამოკვლევები, რაც მათი ამ ვირუსით დაავადების ეფექტური და დროული მკურნალობის საშუალებას მისცემს”-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ქალაქ ბათუმის მოსახლეობა მთელი დღის მანძილზე შეძლებს ჰეპატიტის დიაგნოსტიკას. მობილური ლაბორატორიები განთავსდება ბათუმის ზღვისპირა ზოლში. კერძოდ, რესტორან ,,სანრემოს“, საზაფხულო თეატრისა და მოცეკვავე შადრევნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ღონისძიების მიზანიც სწორედ ვირუსული ჰეპატიტებისა და ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს მსოფლიო დონის უპრეცედენტო პროგრამას C ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებით და ბოლო მონაცემებით ამ პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 90 პროცენტი უკვე განიკურნა ამ სენისაგან. აჭარის რეგიონში ღონისძიების ხელშემწყობები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კავშირი იმედი“.

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …