მთავარი » ახალი ამბები » აჭარასა და თბილისში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს უახლოვდება – როდის და სად განახლდება სწავლა 4 ოქტომბრიდან

აჭარასა და თბილისში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს უახლოვდება – როდის და სად განახლდება სწავლა 4 ოქტომბრიდან

აჭარა დადებითობის 4 %-იან მაჩვენებელთან ახლოსაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მან ამ მონაცემზე დაყრდნობით იმედი გამოთქვა, რომ 4 ოქტომბრისთვის ამ რეგიონში სწავლის რეალურ სივრცეში განახლება შესაძლებელი გახდება. მისივე თქმით, კიდევ ორი რეგიონი ახლოსაა ამ მაჩვენებელთან.

ასევე კარგი სიტუაციაა თბილისში, სადაც დადებითობის მონაცემი  5-6 %-ის ფარგლებშია და, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გამოთქვამს იმედს, რომ ორ კვირაში ეს მაჩვენებელი კიდევ გაუმჯობესდება.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლის უსაფრთხოდ აღდგენისთვის აუცილებელია აიცრან როგორც სკოლის თანამშრომლები, ისე მოსწავლეების მშობლები. ამიტომ ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …