აჭარა დადებითობის 4 %-იან მაჩვენებელთან ახლოსაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მან ამ მონაცემზე დაყრდნობით იმედი გამოთქვა, რომ 4 ოქტომბრისთვის ამ რეგიონში სწავლის რეალურ სივრცეში განახლება შესაძლებელი გახდება. მისივე თქმით, კიდევ ორი რეგიონი ახლოსაა ამ მაჩვენებელთან.
ასევე კარგი სიტუაციაა თბილისში, სადაც დადებითობის მონაცემი 5-6 %-ის ფარგლებშია და, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი გამოთქვამს იმედს, რომ ორ კვირაში ეს მაჩვენებელი კიდევ გაუმჯობესდება.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლის უსაფრთხოდ აღდგენისთვის აუცილებელია აიცრან როგორც სკოლის თანამშრომლები, ისე მოსწავლეების მშობლები. ამიტომ ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.