„ჯი-ემ-პი“ მედიკამენტების წარმოებას საქართველოს ფარგლებს გარეთ აგრძელებს და კიდევ ერთ პრეპარატს ესპანეთში აწარმოებს.
მედიკამენტის ესპანეთში წარმოებასთან დაკავშირებით მემორანდუმი „ჯი-ემ-პიმ“ ესპანურ „კერნ ფარმასთან“ გააფორმა.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პი“ და ესპანური კომპანია „Kern Phrama“ პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციას ქართული ფარმაცევტული საწარმო „ჯიემპის“ გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძე, ესპანური კომპანია „Kern Pharma“-ს ექსპორტის მენეჯერი ჰაიმე როდო, ესპანური კომპანია „Kern Pharma“-ს მარკეტინგის მენეჯერი ბეგონა ლატორე კასტილა და „პსპ ჯგუფის“ დირექტორი გოჩა გოგილაშვილი დაესწრნენ.
„ჯი-ემ-პი“ ესპანეთში წარმოებულ მედიკამენტებს სხვადასხვა ქვეყნებში გაყიდის. წარმოების მოცულობით „კერ ფარმა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ევროკავშირის ბაზარზე. ის „Indukern“ ჯგუფის წევრია და მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს.
„ჯი-ემ-პი“ 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს აწარმოებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“ პროდუქტები პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა.
„ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს და წარმოების სრული ციკლი აქვს.