მთავარი » დაზღვევა » PSP დაზღვევა სადაზღვევო პაკეტების მკვეთრ გაძვირებას არ გეგმავს
PSP სადაზღვევო პაკეტების აძვირებას ლარის გაუფასურების პროპორციულად არ აპირებს.ვერსიები ზემარჟაზე მუშაობის და მომგებიანობის შესახებ საფუძველმოკლებულია.

PSP დაზღვევა სადაზღვევო პაკეტების მკვეთრ გაძვირებას არ გეგმავს

თბილისი (GBC)  – სადაზღვევო კომპანია PSP-ი მომსახურების გაძვირებას ლარის გაუფასურების პროპორციულად არ აპირებს.

ჯგუფის გენერალური დირექტორის, გოჩა გოგილაშვილის  განცხადებით, ლარის ბოლოდროინდელმა დაღმავალმა ტრენდმა, მყარი ვალუტის მიმართ კურსის  40%-ით და მეტით გაუფასურებამ პირდაპირ დაარტყა სექტორს.

ამ გამოწვევას ვერც ერთი მოთამაშე უძლებს,  ძლივს ახერხებენ საქმიანობას, ცდილობენ ფასების შენარჩუნებას, ამიტომ  ყველა დაბალი მარჟით  მუშაობს და ზოგჯერ უარყოფითითაც, მათ შორის  PSP-ც. ის აბობს, რომ გავრცელებული ვერსიები,  ზემარჟაზე  მუშაობის და  მომგებიანობის შესახებ საფუძველმოკლებულია.

სადაზღვევო  სექტორმა 2015 წელი 2,6 მლნ-ის მოგებით დასრულა, 15-ჯერ ნაკლებით, ვიდრე 2014 წელს  (40 მლნ).

14 სადაზღვევო კომპანიის  მიერ 2015 წელს მოზიდული პრემია 359,8 მლნ ლარია და 18,114 მლნ ლარის პრემიით PSP მე-7 პოზიციაზეა.

gbc.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …