მთავარი » ახალი ამბები » მემარცხენე ალიანსი ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას მოითხოვს
ვითხოვდით მოემზადებინათ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რაც გულისხმობს ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას.

მემარცხენე ალიანსი ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას მოითხოვს

„მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პარლამენტისგან კატეგორიულად მოითხოვს დაამტკიცოს და არჩევნებამდე ძალაში შეიყვანოს საკანონმდებლო ღონისძიებები.

მისი თქმით, საკანონმდებლო ღონისძიებები გულისხმობს ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას. მისი თქმით, საქართველოსთვის კვლავ მძიმე პრობლემად რჩება ნარკომანია.

”სამწუხაროა, რომ ეს მწვავე პრობლემა არა თუ ვერ გადაიჭრა დღემდე, პირიქით, უფრო გამწვავდა. მეტიც, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ნარკომანიის ლეგალიზაციას, რასაც ემატება ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ არსებობა, რომლის დაუყოვნებელი აღკვეთა მოითხოვა „მემარცხენე ალიანსმა“ ხელისუფლებისგან, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვდით მოემზადებინა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რაც გულისხმობს ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ ვაჭრობის სისხლის სამართლებრივად დასჯას.

ჩვენს მიერ დაყენებულ საკითხს ოპერატიულად გამოეხმაურა სამინისტრო და გვაცნობა, რომ უწყებამ უკვე დაიწყო მუშაობა ამ უმწვავესი საკითხის გადასაჭრელად, რისთვისაც შექმნილია ექსპერტთა ჯგუფი”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, ხოლო თითოეული გადაცილებული დღე ახალი უბედურების მომტანია მოქალაქეებისთვის.

საფრთხეშია საქართველოს მომავალი!

ამიტომ მოვითხოვთ: საკითხზე მომუშავე ჯგუფში ჩართულ იქნას „მემარცხენე ალიანსის“ ექსპერტი სამედიცინო საკითხებში, დაჩქარდეს საკითხის მომზადება, ხოლო პარლამენტისგან კატეგორიულად მოვითხოვთ: საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცოს და ძალაში შეიყვანოს საკანონმდებლო ღონისძიებები არჩევნების ჩატარებამდე.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პარტიის მიერ მიჩნეულ იქნება, რომ პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა არ არის დაინტერესებული ნარკომანიის, როგორც უმძიმესი სენის აღმოფხვრით,-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …