მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » დავით სერგეენკო და იან კელი C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ
დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას დავით სერგეენკო და საქართველოში აშშ- ს ელჩი, იან კელი დაესწრნენ.

დავით სერგეენკო და იან კელი C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი დაესწრნენ.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრას აქვს ერთგვარი შეჯამების ფუნქცია და მისი ამოცანაა 3 მთავარი მიმართულების განხილვა.

”პირველი ეს არის ის, რომ პრაქტიკულად ერთი წელი შესრულდა ჰეპატიტიტის აღმოფხვრის პროგრამის დაწყებიდან და ერთგვარი შეჯამებაა ამ ერთწლიანი ეტაპის. მეორე – წარდგენა უკვე დახვეწილი და შეჯამებული მონაცემების და მესამე – ახალი სტრატეგიის წარდგენა, რომლის მიხედვითაც 2016-2020 წლების განმავლობაში ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად”, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ კი აღნიშნა, რომ C ჰეპატიტიტის ელიმინაცის პროგრამა ნამდვილად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული.

”საქართველო ამ პროგრამის განხორციელების შედეგად გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია ”გილიადმა” საქართველოს უფასოდ მოაწოდა მედიკამენტები, რომელთა ღირებულება თითო პაციენტისთვის 50 ათას აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში C ჰეპატიტთან დაკავაშირებით საკმაოდ რთული ვითარებაა. სამწუხაროდ, ამ ვირუსით მოსახლეობის 7%-ია დაავადებული”, -განაცხადა იან კელიმ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა უკვე მესამე წელია ტრადიციულად იმართება გაზაფხულზე და მის ფარგლებში განიხილება C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის მნიშვნელოვანი საკითხები. 2014 წელს ამ შეხვედრაზე პირველად მოხდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესაძლებლობის განხილვა. 2015 წლის სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ელიმინაციის პროგრამის გადაუდებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავება.

წლევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა: C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები; ელიმინაციის პირველი ფაზის შედეგები; ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგია (2016-2020).

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …