მთავარი » დაზღვევა » საქართველოში კერძო საპენსიო შენატანს მხოლოდ 20 653 ადამიანი ახორციელებს
კერძო საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა მცირედ, მაგრამ მაინც გაიზარდა. საპენსიო დანაზოგის გაკეთება ალდაგსა და ჯიპიაი ჰოლდინგშია შესაძლებელი.

საქართველოში კერძო საპენსიო შენატანს მხოლოდ 20 653 ადამიანი ახორციელებს

თბილისი (GBC) – კერძო საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა მცირედ, მაგრამ მაინც გაიზარდა.

2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ხანდაზმულ ასაკში პენსიის მისაღებად, დანაზოგს მხოლოდ 20 653 ადამიანი აკეთებდა, წინა წელთან შედარებით 1021-ით მეტი, მათგან არც ერთი პენსიას ჯერ არ იღებს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ბოლო 12 თვის განმავლობაში მათმა საპენსიო შენატანმა 4,7 მილიონს გადაჭარბა. წლის ბოლოსთვის საპენსიო  რეზერვები 18,8 მილიონ ლარზე მეტია (2014წ. 15,28 მლნ). სულ 12 409 მოქმედი ხელშეკრულებაა.

საპენსიო დანაზოგის გაკეთება 2 სადაზღვევო კომპანიაში – „ალდაგსა“ და „ჯიპიაი ჰოლდინგშია“ შესაძლებელი. „ალდაგში“ საპენსიო რეზერვები 13,5 მილიონს, „ჯიპიაი ჰოლდინგში“ 5,2 მილიონს აღემატება.

ამასთან, „ალდაგმა“  საპენსიო სქემიდან საინვესტიციო შემოსავალის სახით 1,128 მილიონი, „ჯიპიაიმ“  მხოლოდ 240 735 ლარი მიიღო.

gbc.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …