რატომ ნიშნავენ ქართველი ექიმები ძვირად ღირებულ პრეპარატებს? მოსახლეობაში არსებული მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის ფონზე, ექიმების მხრიდან წამლების გადაჭარბებული რაოდენობით დანიშვნის ფაქტები ფიქსირდება.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების მიერ აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ექიმები პაციენტებს ერთდროულად დღეში მისაღებად 10-მდე წამალს უწერენ. ფიქსირდება ფაქტებიც, როდესაც ექიმი ბაზარზე არსებული ანალოგებიდან შედარებით ძვირად ღირებულ პრეპარატებს ნიშნავს.
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევები ხშირად სამედიცინო პერსონალის არაინფორმირებულობასა და ფარმაცევტული კომპანიების ინტერესებს უკავშირდება. ასოციაციაში პრობლემის მოგვარების მიზნით სპეციალური რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.