მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » გია ხუხაშვილი: ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს
რაც არ მომწონს ჯანდაცვაში, ისარის, რომ ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის მომტანია.

გია ხუხაშვილი: ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს

მსხვილმა სააფთიაქო ქსელებმა მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესახებ განცხადება გააკეთეს.

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში კლების ტენდენციაზე მიუთითებს ფანასკერტელის ინდექსიც, რომელიც  ბაზარზე 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასზე დაკვირვებით დგება.

ფასების ცვლილების საკითხს გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელმაც ისაუბრა ამ პროცესის გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე:

„საფუძველი არ მაქვს, ამ კვლევებს არ ვენდო. რაკი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ფასები იკლებს, მაშინ ეს ასეა და ამაში ეჭვს ვერ შევიტან. ამ ტენდენციას მხოლოდ მივესალმები.  ეს პროცესი, ალბათ, „ჰუმანითის“ ფაქტორითაც არის გამოწვეული. ეს ადასტურებს, რომ ახალი მოთამაშეების გამოჩენა ბაზარზე, კონკურენციის თვალსაზრისით, დადებით ტენდენციებს აჩენს. რაც არ მომწონს ჯანდაცვაში, ისარის, რომ ფარმაცევტიკა და სამედიცინო მომსახურება ერთი ქუდის ქვეშ მუშაობს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში რისკის მომტანია.

არ შეიძლება, ფარმაცევტი და ჯანდაცვის მომსახურე იყოს ერთი პირი. ჩნდება სპეციფიკური მონოპოლიების რისკი. რაც უნდა კარგი ტენდენციები იყოს  ამ სფეროში, მონოპოლია ყველაფრის განულებას ახდენს. იგი მაღალი რისკების შემცველია, როგორც მომსახურების ღირებულების,ისე, ხარისხის თვალსაზრისით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ ბიზნესი არაა და საქმე ჯანმრთელობას ეხება,”-ამბობს გია ხუხაშვილი.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …