მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტებზე ფასების მატება დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია
მედიკამენტებზე ფასების მატება დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია

მედიკამენტებზე ფასების მატება დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია

” მედიკამენტებზე ფასების მატება დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია “. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში მედიკამენტების ფასების მატების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ დოლარის კურსის ცვალებადობასთან ერთად, ეს მოსალოდნელი იყო.

„მედიკამენტების ფასებს არეგულირებს ბაზარი, ანუ კერძო კომპანიები, რომლებსაც შემოაქვთ მედიკამენტები საქართველოში. ცხადია, ისინი საბაზრო კონიუნქტურის მიხედვით იმ ფასს ადებენ ამა თუ იმ მედიკამენტს, რასაც ბაზარი კარნახობს. სახელმწიფო, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ვერც უკარნახებს და ვერც მიუთითებს მათ, თუ რა ფასი დაადონ ამა თუ იმ წამალს“, – აცხადებს ხალვაში.

მისი თქმით, ძალიან ცუდია, როდესაც მედიკამენტებზე ფასები მატულობს, თუმცა ეს ხდება ბაზრიდან გამომდინარე, –

„ყველამ კარგად ვიცით, რაც ხდება ლარის დევალვაციიდან გამომდინარე. ფასების ცვლილებაც მოსალოდნელი იყო, გარკვეულწილად. მათ შორის, მედიკამენტებზეც. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება“.

რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, დეპუტატი აცახდებს, რომ საბედნიეროდ, მასთან რომელიმე პრეპარატის ხარისხზე ჩივილით არავინ მისულა.

„ადრე ხალხი უკმაყოფილო იყო მედიკამენტების ხარისხით, თუმცა ახლა მსგავსი რამ აღარ მსმენია. რა თქმა უნდა, მედიკამენტების ხარისხი ყველაზე მთავარი საკითხია, შესაძლოა ფასებზე მნიშვნელოვანიც კი. ამდენად ამ საკითხს მუდმივი ყურადღება ესაჭიროება“,- განაცხადა ფატი ხალვაშმა.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …