15-17 მარტს, GM Pharmaceuticals-მა ქართული ფარმაცევტული წარმოება ქალაქ დუბაიში გამართულ საერთაშორისო ფარმაცევტულ და ტექნოლოგიურ გამოფენა – DUPAT 2016-ზე წარადგინა.
GM Pharmaceuticals-მა ქართული ფარმაცევტული წარმოება, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, წარადგინა.
DUPAT 2016 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი გამოფენაა ახლო აღმოსავლეთში. იგი ყოველწლიურად იმართება 1995 წლიდან და მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, ფარმაცევტული მარკეტინგის სპეციალისტებს მასპინძლობს. DUPAT 2016 საშუალებას აძლევს პროფესიონალებს ერთმანეთს დაუკავშირდნენ ახლო აღმოსავლეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპასა და აზიას.
„GM Pharmaceuticals-მა წარმოადგინა ქართული ფარმაცევტული წარმოება – 185 ზე მეტი დასახელების პროდუქტი, წარმოებული საერთაშორისო სტანდარტებით, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის.
დაიდო ახალი კონტრაქტები და დაიგეგმა ახალი პროექტები, რომელთა წყალობით GM Pharmaceuticals კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო არენაზე როგორც ქართული, ევროპული სტანდარტების მქონე ფარმაცევტული ბრენდი“, – აცხადებენ „GM Pharmaceuticals“-ში.