კახა ოქრიაშვილი “ბიზნესკონტაქტზე”
ფარმაცევტული ბაზარი ერთ-ერთი ის ბაზარი იყო, რითაც ასაბუთებდნენ ქვეყანაში კონკურენციის სააგენტოს მუშაობის გამკაცრების აუცილებლობას. ბიზნესი ამბობდა, რომ ეჭვები დაუსაბუთებელი იყო და რეალურად წამლების თუ სამედიცინო მომსახურების გაძვირებას სხვა საფუძვლები ჰქონდა და არა შეთანხმებული მოქმედება ბაზრის მოთამაშეების მხრიდან. როგორ მოქმედებს ამ ტიპის დაუსაბუთებელი ეჭვები ბიზნესგარემოზე.
კახა ოქრიაშვილი: “კონკურენცია გადასულია ზეკონკურენციაში ფარმაცევტულ ბაზარზე, არ არსებობს მონოპოლია, შეზღუდული არ არის ბაზარზე, ამის დასტურია რამდენიმე კომპანია, რომელიც ბოლო წლებში გაიზარდა, მაგალითად, ეიბისი, რომელიც ცნობილია “ფარმადეპოს” სახელით, 120 აფთიაქი აქვს და სულ 6 წლის კომპანიაა. ახლა იზრდება ბაზარზე ‘იმპექს ფარმი”, დაახლოებით 30 აფთიაქი, დაახლოებით 25 აფთიაქი აქვს “სააფთიაქო სახლს” და ა.შ. ბაზარი არის აბსოლუტურად ღია, ახალი მოთამაშე შემოვიდა “ჰუმანითი ჯორჯია”. ზეკონკურენცია არ არის კარგი, ყოველთვის უკეთესია ზომიერება”.
“ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლა მთავრობის მხრიდან, საპარტნიორო ფონდის მხრიდან არის გამართლებული იმით, რომ კომპანია შეძლებს და დაწევს ბაზარზე მედიკამენტების ფასებს.
კახა ოქრიაშვილი: “ფასებს არ აკონტროლებს არც “პეესპე”, არც “ავერსი”, არც “ფარმადეპო”, არც “ჯიპისი” და არცერთი სხვა კომპანია. ვთვლი, რომ ვინც არის დასაქმებული, ამის ბაზა არსებობს ფინანსთა სამინისტროში, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, ეს ხალხი უნდა იყოს დაზღვეული თვითონ, ვისაც არ აქვს შემოსავალი, ისინი უნდა იყვნენ დაზღვეულები სახელმწიფოს ხარჯზე. მე დაზღვეული არ ვარ და მაქვს სახელმწიფო დაზღვევა, ეს არის შეცდომა ჯანდაცვის სამინისტროსი.
თუ ჩვენ რამე მოგებას ვნახავთ, არც საზღვარგარეთ დავდებთ ანგარიშებზე, არც კაზინოში წავაგებთ, ისევ ჩვენს ქვეყანაში გავაკეთებთ ინვესტირებას”.