მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელიწადში უკვე მწყობრში იქნება
მედიკამენტების იმპორტი, რითაც დავიწყეთ, იყო მხოლოდ დამატებითი ფაზა იმ პროექტის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას

ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და 2 წელიწადში უკვე მწყობრში იქნება

დავით საგანელიძის განცხადებით, 2018 წლისთვის ახალი ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც 900–ამდე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტს გამოუშვებს.

„მედიკამენტების იმპორტი, რითაც დავიწყეთ, იყო მხოლოდ დამატებითი ფაზა იმ პროექტის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას. ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2018 წლისთვის ქარხანა დაიწყებს მუშაობას და გამოუშვებს 900-მდე სხვადასხვა დასახელების პრეპარატს. ძირითადი ეფექტი მაშინ ექნება ფარმაცევტიკულ ბაზარზე ფასების გაიაფებას, თუ მრავალი სახის პროდუქციის წარმოებას.

მანამდე ჩვენ რომ ეს წელიწად-ნახევარი და ორი წელიც მოგვეგო, იმიტომ გაჩნდა ეტაპი, ამ კომპანიისაგან საქართველოში იაფი პრეპარატების შემოტანის და სწორედ მოგვცა ის ეფექტი, რომ უკვე 30% ბაზარზე წამლები გაიაფდა. ამიტომ გრძელ პერიოდში ამ პროექტის ხანგრძლივობას სწორედ ქარხანა უზრუნველყოფს, რომელიც დაახლოებით 2 წელიწადში იქნება უკვე მწყობრში“ – აღნიშნა საგანელიძემ

.info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …