C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სკრინინგის აქცია ჩატარდა. უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს პროგრამის სიახლეები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააცნო.
დევნილებთან ერთად, მოძრავ ამბულატორიაში სკრინინგი მინისტრმა სოზარ სუბარმაც ჩაიტარა. ცე ჰეპატიტის უფასო გამოკვლევის აქცია 2015 წელს დაიწყო.