მთავარი » კვირის ინტერვიუ » თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეძლებენ თანაარსებობას, მოგებული პაციენტი დარჩება
ჯანდაცვის სექტორში, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მეტი იხარჯება. თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეძლებენ თანაარსებობას, მოგებული პაციენტი დარჩებაბ

თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეძლებენ თანაარსებობას, მოგებული პაციენტი დარჩება

საპარნიორო ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა, დასასრულს უახლოვდება.

ტენდერის ბოლო ეტაპზე ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ გავიდა, რომელმაც უკვე წარუდგინა საკუთარი ხედვები და წინადადებები საპარტნიორო ფონდს. ინვესტიციის საერთო მოცულობა დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარია.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სამი საავადმყოფოს განვითარება კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელის მიხედვით განხორციელდება. აღნიშნული მოდელით წარმატებით განვითარდა ევროპისა და შეერთებული შტატების არაერთი ჰოსპიტალი. პროექტი სშესახებ გვესაუბრება ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოზალიშვილი.

მოგეხსენებათ, საპარტნიორო ფონდს გამოცხადებული ქონდა ტენდერი, რომელიც თბილისის სამ საავადმყოფოს შეეხებოდა. როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში, როგორც სახელმწიფოს, ასევე კომპანია „ალფამედიკის“ მხრიდან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? 

მსგავსი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ ყველა ვხვდებით, რომ სწორედ ინვესტიციებია საჭირო, რომ საქართველოს ეკონომიკა დაიძრას და განვითარდეს. მეორე მხარეა, რამდენად შესრულებადია ეს ყველაფერი, თუმცა სახელმწიფო ხელშეკრულებას გააფორმებს და გააკონტროლებს, რა თქმა უნდა. სხვა მხრივ მხოლოდ მივესალმები, რასაკვირველია, ეს ცუდი მოვლენა არ არის.

ასევე ცნობილია, რომ აღნიშნული სამი საავადმყოფოს განვითარება ე.წ. PPP  მოდელის მიხედვით მოხდება, რაც ნიშნავს კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას. როგორც ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ეს მოდელი ჩვენს შემთხვევაში? 

ამ მოდელმა გაამართლა ევროპის არაერთ ქვეყანაში. მე დიდი ხანია ვიცნობ მათი ჯანდაცვის მოდელებს და საკმაოდ წარმატებულია, როგორც ინგლისის სკოლა, ასევე შეერთებული შტატების. აქედან გამომდინარე, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს მოდელი ჩვენ შემთხვევაშიც წარმატებული იქნება. 

როდესაც PPP მოდელის დადებით მხარეებზე საუბრობენ ხოლმე, ხაზს უსვამენ მის ხარჯეთეფექტურობას და იმას, რომ ამ მოდელის შემთხვევაში, მის წარმატებით დაინტერესებულია ორივე მხარე – სახელმწიფოც და კერძოც. რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტორია ხარჯთეფექტურობა ჩვენნაირი პატარა ბიუჯეტის მქონე ქვეყნისათვის? 

ზოგადად, ჯანდაცვის სექტორში, გასულ წლებთან შედარებით, უფრო მეტი იხარჯება. თუ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად შეძლებენ თანაარსებობას, მოგებული პაციენტი დარჩება, ყველა შემთხვევაში. ასე, რომ მე ძალიან მომწონს კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელწიფომ შეძლოს და ჯანდაცვის დაფინანსება გაზარდოს, რომ საშუალო ევროპული ქვეყნის დონეზე გავიდეთ ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხით. თუ ამ ყველაფერს მივაღწიეთ, ჩათვალეთ, რომ საკმაოდ წარმატებული ჯანდაცვა გვექნება.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …