მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული
C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული, რაც დიდი იმედის საშუალებას გვაძლევს,საქართველო ახლო მომავალში იქნება C ჰეპატიტის გარეშე.

მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული

ძალიან მიხარია, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული, რაც უკვე ძალიან დიდი იმედის საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველო სულ ახლო მომავალში იქნება C ჰეპატიტის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიროგი კვირიკაშვილმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს, ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია “გილიარდს” საქართველში, რომელმაც პრეპარატი “ჰარვონი” შემოიტანა საქართველოში.

“ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი “ჰარვონი”, რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია “გილიარდის” მიერ მოწოდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ პროგრამისთვის 2 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება საქართველოსთვის.

“სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია “გილიარდს”, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე საქართველოში. დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას ძალიან უხარია, რომ მომავალში პროგრამაში მკურნალობისთვის კიდევ 20 000 ადამიანი იქნება ჩართული.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …