ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შესახებ – ,,რა გაწუხებთ“ , ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი შეუერთდა.
კითხვაზე, როგორც მოქალაქეს რა გაწუხებთ ჯანდაცვის კუთხით, დარჩიაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში თანხის არასწორ გადანაწილებას ასახელებს.
მისი განცხადებით, პროგრამაში აქცენტი უნდა კეთდებოდეს სოციალურად დაუცველებზე. ამასთან, დარჩიაშვილი სამედიცინო მომსახურების ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სუსტია ექიმების კვალიფიკაცია და დიაგნოსტიკის დონეზე.მისი თქმით, პრობლემაა მედიკამენტების მაღალი და ხარისხთან შეუსაბამო ფასიც.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.