ჯანდაცვის სამინისტრო ჩაერთო ფილტვის იდიოპათიური ფიბროზის დაავადების საინფორმაციო კამპანიაში და მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან წამოწყებას.
კამპანიის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იშვიათი დაავადების – ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და ანტიფიბროზულ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრულველყოფა.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი ფილტვის იშვიათი, პროგრესირებადი, შეუქცევადი დაავადებაა, რომელიც სიკვდილობის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ვიდრე ავთვისებიანი სიმსივნეების უმრავლესობა.
ფილტვის იდიოპათიური ფიბროზიანი პაციენტების ნახევარი იღუპება დიაგნოზის დასმიდან 2-5 წელიწადში. ადრეული დიაგნოსტიკა და ადრე დაწყებული ადექვატური მკურნალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადების გამოსავლისთვის.