სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი ჯანდაცვის კუთხით ქვეყნის მთავარ პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვაში მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტის არ არსებობას მიიჩნევს.
გიგოლაშვილი jandacva.ge-ისთან აცხადებს, რომ ჯადანცვაში დახარჯული თანხის დიდი წილი მოდის წამლებზე. ამ ხარჯის გათვალისწინებით კი საჭიროა, საყოველთაო დაზღვევას დაემატოს მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ამასთან, სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი სამედიცინო დაწესებულებებში რიგების მოუწესრიგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხალხი კლინიკებში ლატარიაში მოგებული მილიონების ასაღებად კი არ მიდის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. შესაბამისად ამ დროს წუთებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.