მთავრობამ შრომის ბაზრის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა.
პროგრამის ამოცანები საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება, მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის დანერგვა, სპეციალური კვლევების ჩატარება, შრომის ბაზრის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
პროგრამის სამიზნე ჯგუფები კი საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამუშაოს მაძიებლები, ბიზნეს სუბიექტები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია.პროგრამის ფარგლებში უნდა ჩატარდეს სპეციალური ტრეინინგები, მოხდეს მოძიებული ინფორმაციის გაანალიზება და შესწავლა.
პროგრამის ბიუჯეტი 785 ათასი ლარია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.პროგრამის განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტს დაევალა.