მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » დავით სერგეენკომ, იან კელიმ და მედიის წარმომადგენლებმა C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაიტარეს
საქართველოს მთავრობა გამოყოფს საკუთარ რესურსებს. ჩვენ, აშშ-ს მთავრობა ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, – განაცხადა იან კელიმ.

დავით სერგეენკომ, იან კელიმ და მედიის წარმომადგენლებმა C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაიტარეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და მედიის წარმომადგენლები მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ის ელჩმა და მედიის წარმომადგენლებმა C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაიტარეს. გამოკვლევის პასუხის მიღება რამდენიმე წუთში იყო შესაძლებელი. დავით სერგეენკომ სტუმრებს მულაჟები დაათვალიერებინა და მათი მეშვეობით უჩვენა, თუ როგორ ხდება დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს მოძრავი ამბულატორია, რომელიც სათანადო აპარატურით არის აღჭურვილი.
მინისტრმა ჟურნალისტებთან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის კიდევ ერთი ეტაპის დაწყების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პაციენტის შერჩევის კრიტერიუმებში სიახლეები არ იქნება, გაიხსნება ახალი საკოორდინაციო ოფისი.
მინისტრის განცხადებით, პროექტი გაგრძელდება, მანამ, სანამ ყველა ადამიანი არ იმკურნალებს, ვისაც კი სჭირდება. მედიის წარმომადგენლებთან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ.

მისი თქმით, ამერიკული კერძო ფარმაცევტული კომპანია “გილიადი” გამოყოფს იმ რაოდენობის სამედიცინო პრეპარატებს, რომელიც აუცილებელი იქნება საქართველოში ამ დაავადების მსხვერპლი ადამიანებისთვის.

“მიმაჩნია, რომ ეს გახლავთ აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის რეალურად მნიშვნელოვანი და საგრძნობი გამოხატულება, რაც ადასტურებს აშშ-ს ჩართულობას და პირდაპირ ინვესტიციას საქართველოს წარმატებაში. ეს გახლავთ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობა. ამერიკული კერძო ფარმაცევტული კომპანია “გილიადი” გამოყოფს იმ რაოდენობის სამედიცინო პრეპარატებს, რომელიც აუცილებელი იქნება საქართველოში ამ დაავადების მსხვერპლი ადამიანებისთვის.

მერიკული ფარმაცევტული კომპანია “გილიადი” საქართველოს უსასყიდლოდ გადმოსცემს საკმარის რაოდენობას იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია. დაგეგმილია, საქართველო მსოფლიოში გახდეს პირველი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით განახორციელა C ჰეპატიტის ელიმინაცია და გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც არის თავისუფალი C ჰეპატიტისგან.

რაც შეეხება ფინანსურ ღირებულებას, დაგეგმილია, რომ სამედიცინო პრეპარატების რაოდენობა ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების იქნება. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა გამოყოფს საკუთარ რესურსებს. ჩვენ, აშშ-ს მთავრობა ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას”, – განაცხადა იან კელიმ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …