მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » არ არის არსებითი, არის თუ არა კომპანია ტოპ ხუთას ქარხანაში
თინა ტურძელაძემ, ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა.ექსპერტმა აღნიშნა, რომ არ არის არსებითი, არის თუ არა ჰუმანითი-ჯორჯია ტოპ ხუთას ქარხანაში.

არ არის არსებითი, არის თუ არა კომპანია ტოპ ხუთას ქარხანაში

„ბიზნეს კურიერის“ 13 თებერვლის გადაცემაში, ექსპერტმა თინა ტურძელაძემ, ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა.

გადაცემის ავტორისა და წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილის კითხვაზე თუ რა არის ის, რაც კითხვებს შესაძლოა ბადებს ექსპერტებში “ჰუმანითი ჯორჯიას” ბაზარზე შემოსვლასა და ფასების შემცირების სქემაში, კონკრეტულად ის, რომ ვთქვათ ის ქარხნები, საიდანაც შემოდის ეს წამლები არ არის პრაიმლისტიგში? ექსპერტმა აღნიშნა, რომ არ არის არსებითი, არის თუ არა ეს ტოპ ხუთას ქარხანაში.

“ინდოეთში დაახლოებით 22 ათასი მწარმოებელია, მათგან მხოლოდ 75-ია ამერიკულ ბაზარზე დაშვებული, ანუ ეს არ არის წამყვანი ინდიკატორი ამ შემთხვევაში. უფრო მეტი, შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ის ტოპ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამერიკულ ბაზარზე და მათი ნაწილი საქართველოშიც არის, იმ საწარმო ფართზე არ უშვებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომელსაც უშვებენ ამერიკული ბაზრისთვის. ასე, რომ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი. მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არის სხვა რამ.

ხელისუფლების წინაშე დგას ოთხი ამოცანა. პირობა ასეთია: მან უნდა უზრუნველყოს ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამისათვის ხელისუფლებას სჭირდება ორი პრობლემის გადაწყვეტა.

ერთი ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობის ობიექტურ შეფასებას და არა სუბიექტურს, როგორი ჭკვიანი ექსპერტიც უნდა იყოს, მასტერფაილებისა და დოსიეს გარეშე ის ამას ვერ შეაფასებს. მით უფრო კონკურენტი, რომელიც უბრალოდ დაინტერესებულია და მას შეუძლია შავი პიარი შეუქმნას პროდუქციას.

როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან ეს არ არის ამ შემთხვევაში ობიექტური მონაცემი და ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ამ სისტემის შექმნას, მაშინ ეს იქნება მთავარი დარტყმა თავად ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა თინა ტურძელაძემ.

pia.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …