მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ბიზნეს კურიერი : პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები 30-40%-ით შემცირდა
გაიაფდა ისეთი პირველადი მოხმარების მოთხოვნადი მედიკამენტები, როგორიც არის ნოშპა, ენაპ აში, აუგმენტინი, აქტოვეგილი, კორდარონი, ელთიროქსინი და ასე შემდეგ.

ბიზნეს კურიერი : პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასები 30-40%-ით შემცირდა

“ბიზნეს კურიერის” 13 თებერვლის გადაცემაში ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე ფასების კლების ტენდენციას.

გადაცემის ავტორისა და  წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილის აზრით: საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ავსტრიული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  შემოყვანით მედიკამენტები მალე 30%ით გაიაფდებოდა და ასეც მოხდა. იმაზე უფრო მალე, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. “პე ეს პემ”, “ავერსმა” და სხვემბაც ასამდე მედიკამენტზე ფასები მართლაც საშუალოდ 30%-ით დასწიეს.

“ბიზნეს კურიერის” ჟურნალისტმა მეგი კავთუაშვილმა აღნიშნა, რომ  მათ გადაამოწმეს ფასები და აღმოჩნდა, რომ ასამდე დასახელების მედიკამენტის 185 პოზიციაზე საშუალოდ 30%-ით დაიკლო ფასებმა.

მათ შორის გაიაფდა ისეთი მოთხოვნადი მედიკამენტები, როგორიც არის ნოშპა, ენაპ აში, აუგმენტინი, აქტოვეგილი, კორდარონი, ელთიროქსინი და ასე შემდეგ.

კონკრეტულად, კი ნოშპა 11-დან 6 ლარამდე, აუგმენტინი 15-დან 11 ლარამდე, დიაბეტონი 21-დან 15  ლარამდე, ენაპი ჰაში 5-დან 3  ლარამდე, კორდარონი 11-დან 6 ლარამდე, ხოლო კარდიომაგნილი 12-დან 7  ლარამდე გაიაფდა. 

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …