საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სიახლეებზე „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ „ბიზნეს კურიერის“ გადაცემაში ისაუბრა.
საგანელიძის განცხადებით, ფართო მოხმარების პრეპარატების მნიშვნელოვან სეგმენტზე ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო და ეს ბაზარზე “ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას უკავშირდება.
“როცა მედიკამენტები დაიდო ბაზაში იმ ფასებით, რა ფასებითაც ისინი გამოვა ბაზარზე, ბუნებრივია, მის ანალოგებზე ფასები დაიწევს. შესაბამისად, კომპანიებმა ანალოგების დაბალ ფასებში გაყიდვა დაიწყეს. ეს ელემენტარული ეკონომიკა და ბიზნესია.
ფაქტია, შედეგი უკვე გვაქვს, ყოველ წუთში მოგვდის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ წამლები გაიაფდა. გასათვალიწინებელია ისიც, რომ საქართველოში შენდება ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც, ადგილობრივ ბაზარზე გაანახევრებს ფასებს და ექსპორტზეც გავა. პირველ ეტაპზე, ვიდრე ქარხანა აშენდება, იქნება 30 პროცენტიანი კლება. ჩვენი დაპირება იყო, რომ წამლებს გავაიაფებდით და ეს პროცესი დაიწყო,“ – აღნიშნა დავით საგანელიძემ.