მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, რომ წამლების გაძვირებაში დამნაშავე ბიზნესია
პრობლემატური მგონია რომ საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, თითქოს იმაში რომ დღეს წამლები ძვირდება არის ბიზნესი დამნაშავე და არა ჯანდაცვის პოლიტიკა.

საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, რომ წამლების გაძვირებაში დამნაშავე ბიზნესია

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “გირჩის” ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში არ არის მონოპოლიური.

ფარმაცევტიკისა და მედიცინის სფეროში არსებულ პრობლემებზე მან ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში “59 წამი” ისაუბრა, სადაც მისი ოპონენტი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე იყო.

“ფარმაცევტულ ბიზნესს, თავის დროზე ბრალად ედებოდა, რომ მონოპოლიური იყო, მაგრამ ამ ბიზნესში არის დაახლოებით 100-მდე კომპანია და ეს არის ოქსიმორონი, როდესაც ბაზარზე არის ათეულობით კომპანია და ამ ბაზარს დააბრალო მონოპოლიურობა.

შეთანხმება, შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი ამბავი ბიზნესებს შორის, მაგრამ ამას არ შეიძლება გავლენა ჰქონდეს ფასებზე, რადგან არცერთ კომპანიას არ უჭირავს ბაზრის ისეთი მნიშვნელოვანი წილი, რომ შეძლოს ფასწარმოქმნაზე გავლენის მოხდენა.

რაც უფრო მეტად პრობლემატური მგონია ის არის, რომ საზოგადოებას უქმნიან წარმოდგენას, თითქოს იმაში რომ დღეს წამლები ძვირდება არის ბიზნესი დამნაშავე და არა ის პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში”, – განაცხადა “გირჩის” ეკონომიკურმა მრჩეველმა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …