მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » წამლების გაიაფება შესაძლოა ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდეს

წამლების გაიაფება შესაძლოა ხარისხის გაუარესების ხარჯზე მოხდეს

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ წამლის დაბალი ფასი, შესაძლოა, მისმა დაბალმა ხარისხმა განაპირობოს.

ოპოზიციის წევრი აცხადებს, რომ ეს ვითრება წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მინისტრის დაპირებასთან, მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების შესახებ.

“ჩვენ ვფიქრობდით, რომ პენსიონერებისათვის 50-ლარიანი მატება ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეღავათი გაძვირებულ წამლების ფონზე. ჯანდაცვის მინისტრმა სხვა გამოსავალი მონახა, მაგრამ სამწუხროა, რომ ამ გამოსავლის ძიებაში ჩვენ შეიძლება მივიღოთ მასობრივად უხარისხო წამალი ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.

რის ხარჯზე აპირებს ,,ჰუმანითი ჯორჯია“  წამლის გაიაფებას? შემაშფოთებელია ის, რომ ეს შეიძლება მოხდეს წამლის ხარისხის გაუარესების ხარჯზე. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროდან მოვითხოვთ დეტალურად ახსნას როგორ აპირებს ამ იაფფასიანი წამლების ხარისხის გაკონტროლებას“, – განცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ghn.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …