მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯიას დრო დასჭირდება რომ მათი მედიკამენტების მიმართ ნდობა ჩამოგვიყალიბდეს
ზოგადად, ახალი მედიკამენტის გამოცდა პრობლემად ითვლება, მაგრამ დრო დასჭირდება“ჰუმანითი ჯორჯიას” რომ მათი მედიკამენტების მიმართ ნდობა ჩამოგვიყალიბდეს.
ზოგადად, ახალი მედიკამენტის გამოცდა პრობლემად ითვლება, მაგრამ დრო დასჭირდება“ჰუმანითი ჯორჯიას” რომ მათი მედიკამენტების მიმართ ნდობა ჩამოგვიყალიბდეს.

ჰუმანითი ჯორჯიას დრო დასჭირდება რომ მათი მედიკამენტების მიმართ ნდობა ჩამოგვიყალიბდეს

იმ ფონზე, როდესაც ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიები მოგების შემცირებასა და მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობენ, ქვეყანაში ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომელიც ბაზარზე მედიკამენტების იმპორტირებას ინდოეთიდან განახორციელებს.

მნიშვნელოვანია, რომ “ჰუმანითი ჯორჯიას” მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გავლილი აქვთ ევროკავშირის ლაბორატორიებში და მოპოვებული აქვთ ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მედიკამენტების ფასები 30%-ით იაფი იქნება უკვე არსებულ ფასებთან შედარებით.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა პედიატრი ნატო ხატიაშვილი და აღნიშნა, რომ მიესალმება ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას.

“ზოგადად, ახალი მედიკამენტის გამოცდა პრობლემად ითვლება, მაგრამ დრო დასჭირდება ამ კომპანიას, რომ მათი მედიკამენტების მიმართ ნდობა ჩამოგვიყალიბდეს. გამოვცდით და მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვით, კმაყოფილები ვიქნებით თუ არა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი”, – განაცხადა ნატო ხატიაშვილმა.

გარდა ამისა, მან ასევე  ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სტერეოტიპზე ინდური წარმოების მედიკამენტები ხარისხთან დაკავშირებით:

“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ინდური მედიკამენტები უხარისხოა, ან დაბალი ხარისხისაა. პირადად, ნამდვილად არ მაქვს ამ ქვეყნის წარმოების მედიკამენტების მიმართ სტერეოტიპი.თუმცა, ზოგადად, ყველგან არსებობს კარგი და ცუდი. პრეპარატის შექმნაზე პროფესიონალები მუშაობენ, უამრავი  კვლევა ტარდება, წარმოუდგენილია ხარისხის უგულვებელყოფა, ეს უკვე დანაშულია”.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …