მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” შემოდის

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” შემოდის

ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია “ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას ეხმაურება გინეკოლოგი თამარ ქაცარავა.

ექიმი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა კომპანიას თავდაპირველად გაუჭირდეს ბაზარზე დამკვიდრება არსებული სტერეოტიპის გამო, თუმცა თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანი იქნება, საბოლოოდ მაინც მოახერხებს საკუთარი ნიშის პოვნას.

“ახალ კომპანიას შეიძლება გაუჭირდეს ბაზარზე დამკვიდრება ინდურ წამლებზე არსებული სტერეოტიპის გამო. რეალურად, ეს მიდგომა ერთი ან ორი წლის წინ კი არა, წლებია ყალიბდებოდა. არსებობს საკმაოდ ბევრი ინდური მედიკამენტი, რომელიც ეფექტურია და შედეგობრივი მაჩვენებელიც მაღალი აქვს.

თუ კომპანიის მიერ იმპროტირებული პრეპარატები ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იქნება, საბოლოო ჯამში, მაინც მოახერხებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას”, – განაცხადა თამარ ქაცარავამ.

მან ასევე ისაუბრა ნახსენებ სტერეოტიპზე ინდური წარმოების მედიკამენტებთან დაკავშირებით. თამარ ქაცარავა მიიჩნევს, რომ მთავარია პრეპარატის მოქმედება, ხარისხი და არა მისი მწარმოებელი ქვეყანა.

“გამიჯნული ნამდვილად არა მაქვს მედიკამენტები მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით, იქნება ეს თურქული, ინდური, იტალიური თუ სხვა. მთავარია პრეპარატი გამოცდილი მქონდეს და ვიცოდე, რომ კარგი შედეგით ხასიათდება. ხოლო თუ წამალი კარგად მუშაობს, მის მწარმოებელ ქვეყანას არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ”, – ამბობს თამარ ქაცარავა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …