მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდოეთში ბევრი საუკეთესო ფარმაცევტული საწარმო ფუნქციონირებს

ინდოეთში ბევრი საუკეთესო ფარმაცევტული საწარმო ფუნქციონირებს

ფარმაცევტულ ბაზრაზე ახალი კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია“ გამოჩნდა, რომელმაც  თავდაპირველად პირველადი მოხმარების მედიკამენტების, მათ შორის, ინდური ჯენერიკების იმპორტირება ინდოეთიდან უნდა განახორციელოს.

რას ფიქრობენ მედიკოსები ინდურ ჯენერიკებსა და ახალ ფარმაცევტულ კომპანიაზე, ამ საკითხებზე პედიატრი ხათუნა მორჩილაძე გვესაუბრება

“როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა ტიპის მედიკამენტი უნდა დავუნიშნოთ პაციენტს, პირველ რიგში, სწორად უნდა იქნას შეფასებული საერთოდ სჭირდება თუ არა მას მედიკამენტოზური მკურნალობა. მედიკამენტი, ეს  იქნება ჯენერიკი თუ ბრენდი, ამას ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

ასევე ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ ინდური ჯენერიკი არ არის სანდო. ინდოეთში საკმაოდ განვითარებული ფარმაცევტული საწარმო ფუნქციონირებს. ახალი მოთამაშის გამოჩენა ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან კარგია, მაგრამ, იმედია  ამასთან ერთად არ გაქრება ბაზრიდან საჭირო წამლები. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა.

 როგორც ვიცი, კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯია“ შედარებით დაბალ ფასად გაყიდის მედიკამენტებს და ეს მნიშვნელოვანია. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს წამლის ხარისხი. თუ მეცოდინება, რომ კონკრეტულ წამალს გავლილი აქვს საჭირო კვლევები, მაშინ ვენდობი“.

ექიმმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის  პრობლემა დაასახელა:

„ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხშირად პაციენტებს გადაჭარბებული რაოდენობით უნიშნავენ ერთი და იგივე ჯგუფის სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებს.

თუ ვიმსჯელებთ პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მისთვის ნამდვილად ნაკლებად ხარჯიანი იქნება სწორად დანიშნული მედიკამენტი, რომლის როგორც ფასი, ისე ხარისხი იქნება მისაღები“.

bfm.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …