2015 წელს პსპ-ს სააფთიქო ქსელს 14 ახალი აფთიაქი შეემატა თბილისის სხვადსხვა უბანსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ქუთაისს, ზუგდიდსა და ბორჯომში.
წლის მანძილზე 15 პსპ-აფთიაქს ფორმატი შეეცვალა და ფარმა-მარკეტის ტიპის აფთიაქად გადაკეთდა (მათ შორის 4 ქუთაისსა და ბათუმში). წლის ბოლოს პსპ-ს ქსელი 182 აფთიაქით იყო წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით.
“2016 წელს პსპ-ს ქსელის გაფართოების გეგმა მოიცავს კიდევ 20 ახალი აფთიაქის გახსნას და 25 აფთიაქის ფორმატის შეცვლას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. წელს იანვარში თბილისში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა ახალი აფთიაქი; თებერვალში კიდევ 3 ახალი პსპ-აფთიაქი (ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში) მოემსახურება მომხმარებელს. ამასთან ერთად მიმდინარეობს ფარმა-მარკეტის სტილში არსებული რამდენიმე აფთიაქის ფორმატის შეცვლის პროცესი”- აცხადებენ პსპ-ში.
ქსელის გაფართოება საქართველოს მასშტაბით, თითოეული მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის ყველაზე ფართო ასორტიმენტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პსპ მუდმივად ახალ-ახალ ფასდაკლების აქციებს სთავაზობს მომხმარებელს, ამასთან ძალაში რჩება ყველა ძველი აქციაც.
პსპ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 2016 წელს ტრადიციულად განაგრძობს „შეტევას ფასებზე“, რათა მომხმარებელს უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზოს.