მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია
მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.

გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გრიპით დაავადებისა და ექიმთან მიმართვიანობის ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.

შესაბამისი განცხადება დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის შეფასებისას გააკეთა.

“დაავადებების და მიმართვიანობის ზრდის ტემპი, საბედნიეროდ, საგრძნობლად არის შემცირებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალბათ, უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება გარდატეხა და მნიშვნელოვანი შემცირებისკენ წავალთ”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება სიფრთხილისა და პროფილაქტიკის ზომებს, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სკოლებისთვის მიცემულ რეკომენდაციებს განათლების სამინისტრო ასრულებს, რაც 20%-ზე მეტი გაცდენების შემთხვევაში, სამი დღით სასწავლო პროცესის შეჩერებას გულისხმობს.

დავით სერგეენკოს თქმით, გარდაცვალების თითოეული შემთხვევა ტრაგედიაა, თუმცა მისივე მტკიცებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოში H1N1-ის ვირუსით ამ სეზონზე შვიდი, ხოლო H3N2 გრიპის ვირუსით ერთი ადამიანია გარდაცვლილი.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …