ფარმაცევტული კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი პრეპარატი პირველმა პაციენტმა უკვე მიიღო.
ექიმის მიერ დანიშნული და გამოწერილი მედიკამენტი პაციენტს საჩუქრად გადაეცა იმ ჰუმანიტარული დახმარებიდან, რომელიც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ჰუმანითი ჯორჯიასგან მიიღო. ეს არის კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებისთვისაა განკუთვნილი.
ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება.
„მოხარული ვარ, რომ დღეს პირველმა ქართველმა პაციენტმა უკვე მიიღო ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი მედიკამენტი. ჰუმანითი ჯორჯიას უკლებლივ ყველა პრეპარატი დამზადებულია საუკეთესო ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც ფლობენ EU GMP– ის სერთიფიკატს და მათ ასევე გავლილი ხარისხის სერიული კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცერებულ ლაბორატორიებში.
ეს არის, ძირითადად, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც პაციენტებისთვის აუცილებელია და ვფიქრობთ, ჩვენი ჰუმანიტარული მიმართულება პაციენტებს ყოფას შეუმსუბუქებს.
ჩვენი პრეპარატების მთავარი უპირატესობა, მაღალ ხარისხთან ერთად არის ის, რომ არსებულ ანალოგებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, ქართველი მომხმარებელი მოწონებით შეხვდება ჰუმანითი ჯორჯიას პრეპარატებს“, – აღნიშნა ჰუმანითი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ანდრიი კუზმამ.