მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკების გამოყენება მნიშვნელოვნი გამოსავალია მედიკამენტოზურ მკურნალობაში
ჯენერიკების გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოსავალი იყოს, ხოლო რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ ახალი კომპანიის შემოსვლა –მისასალმებელია.

ჯენერიკების გამოყენება მნიშვნელოვნი გამოსავალია მედიკამენტოზურ მკურნალობაში

ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლა ფარმაცევტულ  ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს. 

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია,საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ზოგიერთი კი, განმარტავს,რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა და მათ ხშირად სდებენ ბრალს ოლიგოპოლიაში, ამ ფონზე ბაზარზე ახალი მოთამაშე  ჰუმანითი ჯორჯიაშემოდის. ეს მისასალმებელია. ახალი მოთამაშე  ინდოეთიდან ჯენერიკ დიკამენტების იმპორტირებას გეგმავს,  რომლის ფასიც ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით საკმაოდ დაბალი იქნება ამგვარ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და არცთუ უსაფუძვლოდ.

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ინფექციონისტი მარიამ იაკობაშვილი გამოეხმაურა. მისივე თქმით,  ახალი კომპანიის შემოსვლა დადებითი მოვლენაა და მთავარია მან ხარისხიანი მედიკამენტები შემოიტანოს. ამასთან მიაჩნია, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა ფარმაცევტულ  ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შეუწყობს ხელს.

„თუ „ჰუმანითი ჯორჯია“ ხარისხიან პრეპარატებს შემოიტანს, მე მხოლოდ მივესალმებით მათ შემოსვლას ფარმაცევტულ ბაზარზე. განსაკუთრებით, თუ ეს პრეპარატები იქნება იაფი და მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის ხელმისაწვდომი. თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანია, არანაირი მნიშვნელობა არაქვს მათ მწარმოებელ ქვეყანას, იქნება ეს ინდოეთი თუ გერმანია.

მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის შემთხვევაში ამ ფაქტორებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. როგორც აღვნიშნე, მთავარია წამალი იყოს ხარისხიანი, მუშაობდეს, ჰქონდეს კარგი შედეგი და იყოს ეფექტური. სხვა მხრივ ნდობის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს“.

ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენებასა და ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის საკითხთან დაკავშირებით, სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორს ირაკლი ლაღიძეს ვესაუბრეთ.

ირაკლი ლაღიძე მიიჩნევს, რომ ჯენერიკების გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გამოსავალი იყოს, ხოლო რაც შეეხება „ჰუმანითი ჯორჯიას“ ახალი კომპანიის შემოსვლა –მისასალმებელია.

„როდესაც გიწევს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა, არ შეიძლება რომ არ დადგე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე.დღეს ჩვენ გვაქვს მედიკამენტების შეძენის პრობლემა ქვეყანაში. რაც შეეხება,,ჰუმანითი ჯორჯიას“, ამ კომპანიის შემოსვლის შესახებ  მსმენია, თუმცა დეტალები უცნობია. გააჩნია რა შემთხვევაში მოუწევს ექიმს ჯენერიკის დანიშვნა.

არის შემთხვევბი, როცა  ჯენერიკი გამოსავალია და პრობლემას გარკვეულ წილად ამსუბუქებს. არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მკურნალობის გეგმას გვერდს ვერ აუქცევ. არის ხოლმე მოწოდებული პროტოკოლები, გაიდლაინები, ბევრ ნოზოლოგიაში ასეა და ხარისხიანი მკურნალობა მაინც სულ სხვაა. თუ მედიკამენტი რეგისტრირებულია და შესაბამისი ორგანოების მიერ მისი გამოყენება ნებადართულია, ბუნებრივია შეიძლება გამოიყენო, როგორც ჩანაცვლებითი თერაპია“ – განმარტავს სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალის“ დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანითი ჯორჯიას ხელმისაწვდომი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება. ჰუმანითი ჯორჯიას გენერალური დირექტორის ანდრეი კუზმას ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს კომპანიის მედიკამენტების დასაწყობება და ძალიან მალე 250-მდე დასახელების ხშირი მოხმარების პრეპარატი ხელმისაწვდომ ფასად აფთიაქებში გაიყიდება.

ამის შესახებ კუზმამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა.  რესპუბლიკურმა საავადმყოფომ ფარმაცევტულმა კომპანია ჰუმანითი ჯორჯიასგან ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიიღო. ეს არის ჰუმანითი ჯორჯიას მიერ შემოტანილი კარდიოლოგიური და ანტიბიოტიკის ჯგუფის პრეპარატების მოცულობითი პარტია, რომელიც  საავადმყოფოს პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი. 

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტები გაიაფდება.

1news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …