მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » სახელმწიფო მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ბაზარზე არ მოხვდეს ფალსიფიცირებული მედიკამენტები
ზოგადად ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა ნამდვილად კარგია, თუმცა სახელმწიფო მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ყველა ახალ მოთამაშეს.

სახელმწიფო მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ბაზარზე არ მოხვდეს ფალსიფიცირებული მედიკამენტები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სფეროსთვის ერთ–ერთ მნიშნელოვან გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა რჩება.

ნეონატოლოგი გივი მახარაძე ჯენერიკების მოხმარების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში და არც კერძო დაზღვევის პაკეტში არ უნდა იყოს შეზღუდვა ბრენდ მედიკამენტებზეც:

,,როდესაც ირჩევთ ტანსაცმელს, ფეხმასმელს ან მანქანას, აქცევთ თუ არა ყურადღებას ხარისხს და ბრენდს? ტანსაცმლისა და ფეხმსაცმლის გარეშე ადამიანი როგორღაც იარსებებს, მაგრამ ხარისხიანი და სანდო მედიკამენტის გარეშე, ხშირ შემთხვევაში სერიოზულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას შეიძლება წააწყდეს. როგორც ნეონატოლოგი, ვკმაყოფილდები იმით, რასაც კლინიკა გვთავაზობს, თუმცა, პრაქტიკიდან გამომდინარე ხომ ვიცი რომელი ჯენერიკი არის ეფექტიანი და რომელი – ნაკლებად ეფექტიანი.

როდესაც ჯენერიკი ღირს ერთი ლარი და იგივე წამალი, ოღონდ ბრენდი ათი ლარი, გამოდის, რომ „ვიღაც“ გვატყუებს. ზოგადად ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა ნამდვილად კარგია, თუმცა სახელმწიფო მკაცრად უნდა აკონტროლებდეს ყველა ახალ მოთამაშეს, რომ არ გაიპაროს ფალსიფიცირებული და ნაკლებად სანდო მედიკამენტები“.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …