მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ექიმები ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ
რას ფიქრობენ ინდური წარმოების ჯენერიკებსა და ახალ ფარმაცევტულ კომპანიაზე ექიმები, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გინეკოლოგმა ქეთევან თანალიშმა გააკეთა

ექიმები ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტებს ნდობას უცხადებენ

მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფინანსურად შეჭირვებულ მოსახლეობას.

იანვრის ბოლოს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. ახალი კომპანია ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტირებას ინდოეთიდან განახორციელებს.

ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ ექსპერტები, სპეციალისტები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდება.

თუ რას ფიქრობენ ინდურ ჯენერიკებსა და ახალ ფარმაცევტულ კომპანიაზე ექიმები, ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გინეკოლოგმა ქეთევან თანალიშმა გააკეთა.

“ჩვენს კლინიკაში ის მიდგომა, რომ ინდური მედიკამენტები არ ვარგა, გამოიცხულია. არც რომელიმე ჩვენი ექიმისგან გამიგია მსგავსი მოსაზრება, რომ რომელიმე პრეპარატი ინდურია და ამიტომ უარი თქვან დანიშვნაზე. მთავარია მედიკამენტი იყოს ხარისხიანი, ჰქონდეს კარგი შედეგი, ხოლო მის მწარმოებელ ქვეყანას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”.

რაც შეეხება ბაზარზე ახალი მოთამაშის “ჰუმანითი ჯორჯიას” შემოსვლას, ექიმი აღნიშნულ ფაქტს მიესალმება და აღნიშნავს მის შესახებ აუცილებელია ექიმებმა გაცილებით მეტი იცოდნენ:

“ეს ფაქტი, ნამდვილად კარგია. მნიშვნელოვანია ექიმებს აგვიხსნან, განმარტონ რა ტიპის მედიკამენტებია, რა სტანდარტითაა დამზადებული, რა საერთაშორისო სერტიფიკატებს ფლობს კომპანია და ასე შემდეგ. სხვა მხრივ, ნამდვილად მივესალმები ახალი კომპანიის გამოჩენას. ხოლო თუ მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტები იქნება ხარისხიანი და კარგ შედეგსაც აჩვენებს, ნდობაც ჩამოგვიყალიბდება”.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …