მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » იმპორტირებული მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს
მწარმოებელი ქვეყანა ხარისხს არ განსაზღვრავს, მთავარია, იმპორტირებული მედიკამენტი აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს, გარანტირებული იყოს ფასი და სანდოობა.

იმპორტირებული მედიკამენტი უნდა აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს

ჯანდაცვის სამინსტროს ინციატივა მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, „სმენადაქვეითებულ ბავშვთა დახმარებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის“ თავმჯდომარემ ოლგა ჩიკვაიძემ შეაფასა.

მან ასევე ისაუბრა მდიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხზე და აღნიშნა, რომ მედიკამენტებზე ფინანსური წვდომა მოსახლეობის დიდ ნაწილს დღეს არ გააჩნია:

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო პერიოდში სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს და აღნიშნული უწყება ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ სამინისტროდ ითვლება, რეალობაა, რომ ქვეყანაში რჩება გარკვეული პრობლემები ჯანდაცვის კუთხით. ვფიქრობ, რომ მედიკამენტებზე ფინანსური წვდომა მოსახლეობის დიდ ნაწილს დღეს არ გააჩნია.

ჩვენთან წამლები კატასტროფულად ძვირია, ამასთან, მიმაჩნია, რომ ეს ფასები არარეალურია. ამიტომაც, გამოსავალი შეიძლება იყოს ჯენერიკები, მთავარია, მათ რეალური ფასი და მისაღები ხარისხი ჰქონდეს. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი სანდოობისა მედიკამენტების ხარისხის კონტროლია.

პირადად ჩემთვის, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარისთვის არ აქვს მნიშვნელობა შემომტანი  ,,ჰუმანითი ჯორჯია“ იქნება თუ სხვა დასახელების კომპანია. მწარმოებელი ქვეყანა ხარისხს არ განსაზღვრავს, მთავარია, იმპორტირებული მედიკამენტი აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს,  გარანტირებული იყოს ფასი და სანდოობა“.

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …