როდის დაიწყებს ჯანდაცვის სამინისტრო სილამაზის და ტატუს სალონების შემოწმებას და ითვალისწინებს თუ არა მონიტორინგი დაჯარიმებას?
გადაცემაში სტუმრად იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ნათია ნოღაიდელი. ნათია ნოღაიდელი:
“საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2015–2020 წლების ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს ცე–ჰეპატიტის ელიმინაციის ღონისძიებების განხორციელება, რაც თავისთავად გულისხმობს ცე–ჰეპატიტის ახალი შემთხვევების შემცირებას. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ინფექციების კონტროლის გამართული მექანიზმის ამოქმედების საშუალებით, რაც მაღალი რისკის შემცველი სერვისების მხრივ ინფექციის გადაცემის მექანიზმის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს.
ჩვენ შემოვიფარგლებით მონიტორინგის მექანიზმის განხორციელებით, რომ მათ მაქსიმალურად მივაწოდოთ წსრულყოფილი ინფორმაცია კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, როდესაც მათ ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, ბუნებრივია ამოქმედდება შერჩევითი კონტროლის მექანიზმი, რაც დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმებასაც გულისხმობს”.