მთავარი » ახალი ამბები » ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ჯენერიკების შემოტანა ბაზარზე კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. დღევანდელი მონაცემებით,დიდი პროცენტი უჭირავს საყოველთაო ჯანდაცვაში მედიკამენტებს.

ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის

ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის, „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლასა და ინდოეთში წარმოებული ჯენერიკების ეფექტიანობის თემას ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, გიორგი გოზალიშვილი გამოეხმაურა. 

“ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მედიკამენტების ხარისხის კონტროლი საქართველოში უნდა გაძლიერდეს. მიმაჩნია, რომ მედიკამენტებს რეგულარული მონიტორინგი სჭირდება.

ჯენერიკების შემოტანა ბაზარზე კი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. დღევანდელი მონაცემებით, ძალიან დიდი პროცენტი უჭირავს საყოველთაო ჯანდაცვაში მედიკამენტებს. ჩვენ იმაზეც ვიმსჯელეთ, რომ ამბულატორიული დახმარების პროგრამებშიც კი ჩავრთოთ ჯენერიკები, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. თუ ასე მოხდება, მაშინ მართლაც, შეღავათი იქნება მოსახლეობისათვის, გაიზრდება ხელმისაწვდომობა. თუმცა აუცილებელია, რომ ამ ყველაფერთან ერთად გაძლიერდეს ხარისხის კონტროლი.

ჯენერიკების მოხმარება კი გახდება მომგებიანი როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მოსახლეობისათვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ დაიწყოს ფულის კეთება და ნაკლებად სანდო მედიკამენტი შემოიტანოს. რაც შეეხება “ჰუმანითი ჯორჯიას“, არ მსმენია ამ კომპანიის შესახებ, თუმცა თავად ფაქტი, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშეები შემოდიან, კარგის მანიშნებელი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გოზალიშვილმა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …