მთავარი » ახალი ამბები » ჯიპიაი ჰოლდინგი ვანში საავადმყოფოს აშენებას არ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ვანის რაიონში საავადმყოფოს აშენებას, არ აპირებს.

ჯიპიაი ჰოლდინგი ვანში საავადმყოფოს აშენებას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ვანის რაიონში საავადმყოფოს აშენებას, არ აპირებს. 

როგორც ლორთქიფანიძემ 18 იანვარს “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, მისი ვარაუდით, 2016 წლის მაისში, ვანში საავადმყოფო ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, გაშვებული არ იქნება.

“საავადმყოფოს მშენებლობა, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშაა. მე იმედი არ მაქვს, რომ 2016 წლის მაისში აღნიშნული საავადმყოფო ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული, მაგრამ გაკვირვებული ვარ „ჯიპიაი ჰოლდინგის” წარმომადგენლების პოზიციით, როდესაც ტელევიზიით აფიქსირებენ, რომ ისინი საავადმყოფოს მშენებლობას 3 თვეში დაასრულებენ. მე არ ვიცი, მათ ჯადოსნური ჯოხი თუ აქვთ და ვანში საავადმყოფოს დაასრულებენ”,- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დეპუტატის თქმით, ის ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოზიციას იზიარებს და მიმართავს „ჯიპიაი ჰოლდინგის” მენეჯმენტს, რომ საკუთარ პოზიციებს გადახედონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ აღებული ვალდებულება შეასრულონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლორთქიფანიძის განმარტებით, გამოყენებული უნდა იქნას უმკაცრესი სანქციები, რომელიც ბევრად უფრო დააზარალებს კომპანიას, ვიდრე ვანის რაიონში საავადმყოფოს მშენებლობა.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …