მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა
დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა

დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი გახსნა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოცაილური დაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი სამედიცინო კვალიფიკაციის ამაღლების მსურველებს უკვე დღეიდან მიიღებს. 

ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. 

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ცენტრის შექმნის მიზანი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვაა.

ამჟამად სიმულაციური სწავლებები ცენტრის მომავალ ტრენერებს უტარდებათ. სასწავლო ცენტრში, ყველა ძირითადი სპეციალიზაციის ექიმისა და ექთნის გადამზადებაა შესაძლებელი. ცენტრი განკუთვნილია როგორც სიმულაციური ისე თეორიული სწავლებისთვის. შენობაში სასტუმროს ტიპის ოთახებიც არის მოწყობილი, რომლითაც რეგიონებიდან ჩამოსული სამედიცინო პერსონალი ისარგებლებს.

„ეროვნული სასწავლო ცენტრის შენობა წინა ხელისფლების დროს აშენდა, თუმცა უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების გამო, სარემონტო გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა. შენობას ტექნოლოგიური ბზარი ჰქონდა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. შენობის გარე ფასადზე შეიცვალა მოსაპირკეთებელი ფილები, ხელახლა გადაიხურა სახურავი და ტერასები, ახლიდან მოეწყო ჰიდროიზოლაციაც. ამჟამად ცენტრის შენობა თანამედრიოვე სტანდარტების მიხედვით არის მოწყობილი.სასწავლო ბაზა მაღალტექნოლოგიური სიმულატორებითა და მულაჟებით არის აღიჭურვილი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

EPN.Ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …