მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯიამ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჰუმანითი ჯორჯიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

ჰუმანითი ჯორჯიამ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური საინფორმაციო კამპანია დაიწყო

იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალებაგვექნება, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თვალ-ყური ვადევნოთ კომპანია ჰუმანითი ჯორჯიას აქტივობებს,

– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვაზე, თუ როდის შემოიტანს ჰუმანითი ჯორჯია ხელმისაწვდომ ფასებში მედიკამენტებს, განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციო კამპანია და იმის ახსნა, თუ რას აპირებენ.

“ხაზს გავუსვამ ერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგია, რომელიც მიმართული იყო მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდისკენ, არ იყო რომელიმე კონკრეტული კომპანიის, მაგალითად, ჰუმანითის ლობირება რაიმე სახით. ჩვენ რასაც თვალ-ყურს ვადევნებთ, ამ კომპანიამ დაიწყო საკმაოდ აქტიური საინფორმაციოკამპანია, იმის ახსნა, თუ რას აპირებენ, როგორ აპირებენ ამ ნაბიჯების გადადგმას და, ვფიქრობ, იანვრის მეორე ნახევრიდან საშუალება გვექნება,თვალ-ყური ვადევნოთ ამ კომპანიის აქტივობებს.

თუკი ამ კომპანიის აქტივობების შედეგად მედიკამენტებზე ფასები შემცირდება, კონკურენციის გაზრდით, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა პასიური მეთვალყურის რეჟიმში არ ვიქნებით”,– განაცხადა სერგეენკომ. დასასრულს, უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ცვლის და აუმჯობესებს წამლის ხარისხის კონტროლის გამკაცრების სისტემას.

უნიშნავენ თუ არა ქართველი ექიმები პაციენტებს ჯენერიკებს, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტებს? როგორ ხდება მათი შერჩევა და რა შემთხვევაში ანიჭებენ უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს, ჯანერეკ მედიკამენტების, ასევე ინდური ჯენერიკებს ბაზარზე პრაქტიკაში გამოყენების საკითხზე ნევროლოგი ლია ივანიძე საუბრობს: 

ჯენერიკებს ვენდობი და პრაქტიკაშიც ვიყენებ, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვიწევს ინდივიდუალური მიდგომა პაციენტის დიაგნოზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგადად, მედიკამენტების მიმართ ნდობა პრაქტიკიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე გვიყალიბდება.

გარკვეული მედიკამენტი კარგად მუშაობს, მისმიმართ ნდობა ჩნდება და შესაბამისად, უფრო ხშირად ვუნიშნავთ პაციენტებსაც. ასევე, ცალსახად მიდგომა, რომ რომელიმე ქვეყანაში წარმოებული პრეპარატი აუცილებლად ხარისხიანია და ინდური ცუდი, არასწორია და ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. ძალიან ბევრი ინდური წარმოების მედიკამენტია, რომელიც კარგად მუშაობს.მთავარია პრეპარატი იყოს შედეგიანი, ხოლო მის მწარმოებელ ქვეყანას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი ჯორჯია შემოდის. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა. კუზმას ინფორმაციით,მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. 

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

droni.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …