მთავარი » კვირის ინტერვიუ » ინდოეთი მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული წარმოების ქვეყანაა
ინდოეთი მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული წარმოების ქვეყანაა. არის ქარხნები რომლებიც ინგლისური ლიცენზიით მუშაობს და ნაწარმი ამერიკის ბაზარზეც გადის.

ინდოეთი მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული წარმოების ქვეყანაა

საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკია „Medica L House“-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ფერაძე ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამების შესახებ საუბრობს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას გეგმავს, როგორ ფიქრობთ, რამდენად საჭირო და აუცილებელი იყო აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა?

– ეს ნაბიჯი მნშივენლოვანი, აუცილებელი და დროული იყო. ხშირ შემთხვევაში არ არის საშუალება, რომ ყველა პრეპარატი თანაბარ პირობებში შემოწმდეს. ზოგიერთს ამოწმებდნენ, ზოგს – არა. ვერ მოწმდებოდა მედიკამენტებში აქტიური ნივთიერების შემცველობაც კი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხარისხის კონტროლის გამკაცრება აუცილებელია, რადგან არის მთელი რიგი ქვეყნებისა და მწარმოებლებისა, რომლებიც უხარისხო მედიკამენტებს უშვებენ.

საქართველოში ძალიან ძვირია მედიკამენტები. მაგალითად, სადაზღვევო სფეროში, მხოლოდ მედიკამენტებზე გამოყოფილი ხარჯები აღწევს დაახლოებით 60%-ს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტები იყოს ხელმისაწვდომი. ერთის მხრივ, ჩვენთან პრეპარატები ღირს გაცილებით ძვირი, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. მეორეს მხირვ კი,  არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მასში შემავალი აქტიური ნივთიერება პროცენტულად იმ რაოდენობითაა, რაც უნდა იყოს.

– თქვენ ახსენეთ, რომ მედიკამენტების ხარისხიანობის კუთხით მნიშვნელობა ენიჭება მწარმოებელ ქვეყანას. გულისხმობთ განვითარებად ქვეყნებს?

– არა მხოლოდ განვითარებად ქვეყნებს. მაგალითად, არანაირი გარანტია არა მაქვს, რომ რუსეთიდან შემოსული მედიკამენტები ხარისხიანია. ზოგიერთი რუსული ფირმის მიერ წამოებულ წამალს ადგილობრივადაც აღარ ყიდულობენ.

– ჩვენთან ერთგვარი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული ინდურ მედიკამენტებთან დაკავშირებით. თუმცა ცნობილია, რომ ძალიან ბევრ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიას ქარხანა აქვს ინდოეთში. მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება ალბათ შეუწყობს ხელს მსგავსი სტერეოტიპების რღვევას, რადგან მოსახლეობა დარწმუნებული იქნება, რომ ბაზარზე არსებული ყველა პრეპარატი, მათ შორის ინდურიც, არის შემოწმებული და მაღალი ხარისხისაა. …

– რა თქმა უნდა. ზოგადად, ინდოეთი მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული წარმოების ქვეყანაა. არის ქარხნები და საწარმოები, რომლებიც ინგლისური ლიცენზიით მუშაობს და ხშირ შემთხვევაში, მათი ნაწარმი ამერიკის ბაზარზეც გადის. ჩვენს შემთხვევაში საუბარია შემომტანის კეთილსინდისიერებაზე. იგივე მიდგომაა ჩინურ საქონელთანაც დაკავშირებით, თუმცა ჩინური არ ვარგა იმ შემთხვევარი, როდესაც ერთ დოლარად იყიდება. სწორედ ამიტომაა კონტროლი საჭირო, რომ სტიგმა არ უნდა არსებობდეს ინდოეთის მიმართ.

მთავარია მედიკამენტში როგორია აქტიური ნივთიერების შემცველობა და რამდენად შეესაბამება აღწერილობას. სხვა შემთხვევაში არ აქვს მნშვნელობას მწარმოებელ ქვეყანას, იქნება ეს ინდოეთი. დაბალი ხარისხის წამალი შეიძლება იყოს ესპანეთშიც და პორტუგალიაშიც, არც ეგ არ არის გამორიცხული.

– გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოდის, რომელიც სწორედ ინდოეთიდან შემოიტანს ჯენერიკებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMPსერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონელაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლა რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ?

– ზოგადად, მივესალმები, ბაზარზე მეტი ფარმაცევტული კომპანია შემოვიდეს და დიდი ბაზა გაკეთდეს. არავისთვის საიდუმლო არ არის და ჩემი აზრითაც, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მონოპოლიზირებულია რამდენიმე კომპანიის მიერ. ახალმა შემოსულმა მძლავრმა კომპანიამ შეიძლება დაბალი ფასები შემოიტანოს ბაზარზე და სხვებიც იძულებულნი გახდნენ, რომ გაანახევრონ ფასები. მთავარია, მათ მიერ შემოტანილი მედიკამენტები იყოს ხარისხიანი.

– როგორ შეაფასებდით, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას, რა მიღწევები ჰქონდა სამინისტროს წინა წელს, რომელი პროგრამები განხორციელდა წარმატებით და რა გამოწვევები რჩება მომავლისათვის?

– მივესალმები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. ეს არის, შეიძლება ითქვას, საშვილიშვილო საქმე. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, C ჰეპატიტი ძალიან გავრცელებული იყო ჩვენთან, ხოლო მკურნალობის კურსი მხოლოდ დაავადებულთა ხუთი პროცენტისათვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, მე ადრეც მისაუბრია, რომ მე პრინციპული მოწინააღმდეგე ვარ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, რადგან მე, ჩემი გადასახადებით, არ ვარ ვალდებული დავაფინანსო მილიონერი მოქალაქის ჯანდაცვა.

– ანუ დიფერენცირების მომხრე ხართ?

– რა თქმა უნდა. გამოდის, რომ სოციალურ ბონუსს ვაძლევთ ქვეყანაში ყველას, მიუხედავად იმისა, სჭირდება მას ეს, თუ არა. მოგეხსენებათ, თუ მოქალაქეს წელიწადში 40000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, მას ქონების გადასახადის გადახდა ეკისრება. თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ ის მდიდარია და ქონების გადასახადს ახდევინებს, მაშინ რაღატო სთავაზობ საყოველთაო ჯანდაცვას?

შემოსავლის მქონე ადამიანებმა უნდა შეიძინონ კერძო დაზღვევის პაკეტები. ამით სადაზღვევო სფეროც განვითარდება და თანაც უფლება ექნება ადამიანს მის სადაზღვევო კომპანიას მოსთხოვოს შესაბამისი ხარისხის მომსახურება. პლუს ამას, საყოველთაო ჯანდაცვას არ აქვს პრეტენზია ხარისხზე, მას აქვს მოთხოვნა საყოველთაოობაზე.

– კვლავ სამინისტროს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, რადგან თქვენი კლინიკა ძირითადად პირველადი რგოლში მოღვაწეობს, როგორ შეაფასებდით პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაგეგმილ რეფორმას, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო „გლობალ ალიანსთან“ ერთად მუშაობს?

– ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, თუ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ისე აეწყობა, როგორც გვპირდებიან, იქ არსებობს ექიმები, გენდერის და ასაკის მიხედვით. მაგალითად, არის სქემა, რა გამოკვლევა უნდა გაიკეთოს აუცილებლად 40 წლის მამაკაცმა და ქალბატონმა. ეს გაანახევრებს ონკოლოგიურ დაავადებებს, უეცარი სიკვდილის ფაქტებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და სხვადასხვა პათოლოგიას, რომელიც ადამიანს ან აინვალიდებს, ან კლავს.

რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხდება საწყის ეტაპზე. დაიზოგება ხარჯებიც, ბუნებრივია, რადგან საწყის ეტაპზე დაავადების მკურნალობა გაცილებით იაფია. შეიძლება ითქვას, რომ პირველადი ჯანდაცვა არის ფრონტის წინა ხაზი და მნიშვნელოვანი როგლი ჯანდაცვაში.

bfm.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …