მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება აუცილებელი და დროულია
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრება აუცილებელი და დროულია

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაანონსა. ინიციატივის თანახმად, კონტროლი უნდა გაიზარდოს, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციაზე. 

აღნიშნულ ინიციატივას ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო გამოეხმაურა.

„ბოლო დროს ჯანდაცვის სისტემაში პროცესები რამდენიმე მიმართულებით სასიკეთოდ შეიცვალა. ჯანდაცვის სამინისტრო დაკომპლექტებულია ნამდვილად კომპეტენტური ადამიანებით და მათ ინიციატივას ჩვენ ნდობის თვალით ვუყურებთ. რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას, ეს აუცილებელია, რადგან  საქმე ყოველი ჩვენთაგანის ჯანმრთელობას ეხება“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

საავადმყოფოში ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლის ფაქტსაც ეხმაურებიან და ეს ფაქტი დადებითად შეაფასეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რაც მედიკამენტების გაიაფებას შეუწყობს ხელს.

„კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“, ინდური წარმოების ჯენერიკ მედიკამენტებს შემოგვთავაზებს. კონკრეტული დეტალები ჩვენთვის უცნობია. ვფიქრობთ, რომ სწორედ ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაარეგულირებს ბაზარზე მდგომარეობას. დარჩება ის კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის მედიკამენტებს შეღავათიან ფასად შემოგვთავაზებს, ასევე გაიზრდება ნდობა უკვე ბაზარზე არსებული ჯენერიკების, მათ შორის ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ” – აღნიშნავენ ინფექციურ საავადმყოფოში.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …