მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმცევტული კომპანიების შემოსვლა, რაც კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებს გააიაფებს.
სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით. „აღნიშნული ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის”, – ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები.
„ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “ – აცხადებენ ისინი.
პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენელი სამცხე–ჯავახეთში, მარინა ჯავახიშვილი გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს და განაცხადა, რომ ჯენერიკ მედიკამენტების მოხმარება ნაწილობრივ შესაძლოა იყოს გამოსავალი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის დარეგულირებისას.
„რაც შეეხება სადაზღვევო სისტემას, კარგი იქნება, თუ საყოველთაო დაზღვევა მოგვცემს საშუალებას, რომ დავუნიშნოთ პაციენტებს წამლები, რომლებსაც სადაზღვევო კომპანია დაფარავს. სადაზღვევო სისტემებს შეზღუდვები აქვთ. როცა წამლები ქვეყანაში ასეთი ძვირია, ექიმს სხვა გზა არ რჩება, უნდა დანიშნოს დაბალფასიანი მედიკამენტი. ამ ფონზე კი აუცილებელია მედიკამენტებზე სახირისხის კონტროლი გამკაცრდეს, რომ მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ“.