მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდური წარმოების მედიკამენტების მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის
ინდური წარმოების მედიკამენტების შემოტანა აუცილებელი წინაპირობაა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის.

ინდური წარმოების მედიკამენტების მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის

„ჯენერიკების, მათ შორის, ინდური წარმოების მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. მათი მიღება საფრთხე ნამდვილად არ არის, “

– აცხადებენ ფარმაცევტები და ექსპერტები. ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმების გატარებას, კერძოდ, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებასა და გამკაცრებას, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვას გეგმავს. ასევე მნიშვნელოვანი მიმართულება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიების შემოსვლის ხელშეწყობა იქნება.

“სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვ ეგანიხილა. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, პროგრამა მოქმედებდა წინა წლებში, თუმცა პროგრამაში შედის გარკვეული ცვლილება, რომელიც გაზრდის სამკურნალო საშულებების ხარისხის კონტროლს.

„კერძოდ, ის ითვალისწინებს არამარტო ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო, ამ საკითხში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ხარისხის გადამოწმებას. ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა.

თუკი აქამდე ხარისხის კონტროლი ხორციელდებოდა არჩევითად, ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, რომელიც ამაში არ არის საერთაშორისო აკრედიტაციის მფლობელი, წელს დაემატება მედიკამენტების ხარისხის საერთაშორისო ევროპულ ლაბორატორიებში გადამოწმება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

აღნიშნულ ინიციატივას იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროში, ამირან ხალილულაევი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯია, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.

„ძირითადად, ორიენტირებული ვარ ჯენერიკებზე, თუმცა გაიდლაინის მიხედვით ვნიშნავ ბრენდულ მედიკამენტებსაც. ჯენერიკების მიმართულებით, პრობლემა ძირითადად, პედიატრებს ექმნებათ. ძალიან პრობლემურია ანტიბიოტიკების დანიშვნა ბავშვებისთვის. ზოგიერთი ინდური წარმოების მედიკამენტების ეფექტიანობა და შედეგიანობა, უცნობია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, მედიკამენტებზე ხარისხის კონტორლის გამკაცრება, რომელიც ამ ეჭვს გაანეიტრალებს,“ – განმარტავს ხილილულაევი.

„შესაძლოა, პაციენტებიც ვერ იცავენ იმ რეჟიმს, რაც საჭიროა მკურნალობის დროს და ინდური წარმოების მედიკამენტების მიმართ ნეგატიური განწყობასაც ეს ფაქტი განაპირობებს. პირადად მიწევს კონტაქტი სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებთან და ყოველთვის ვეკითხები რამდენი ლარის გადახდა შეუძლია ადამიანს მედიკამენტებში. ამითომ მათთან, მიწევს ჯენერიკ მედიკამენტების დანშვნამ რომ მკურნალობის კურსი ბოლომდე მიიყვანონ,“ – აღნიშნავს იმერეთის რეგიონის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

news.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …